ჯაფარიძე - მინდა, რომ ქუჩაში გამოვიდეს 60 -100 ათასი ადამიანი, ძალიან ბევრი მინდა

ჯაფარიძე - მინდა, რომ ქუჩაში გამოვიდეს 60 -100 ათასი ადამიანი, ძალიან ბევრი მინდა

10-09-2022, 00:07 - 2022
586
       

„მინდა, რომ გამოვიდეს 60 ათასი, 100 ათასი ადამიანი, ბევრი მინდა ძალიან, ათეულობით ათასი მინდა. 20 ივნისს ვინც იყვნენ გამოსული, ეს ხალხი მინდა ყველა გარეთ“, - ამის შესახებ პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დამარცხება მხოლოდ ქუჩაში გამოსულ დიდი რაოდენობით ხალხს შეუძლია.

მე გეტყვით რამდენი ადამიანი მინდა რომ გამოვიდეს, 60 ათასი, 100 ათასი, ბევრი მინდა ძალიან, ათეულობით ათასი მინდა. 20 ივნისს ვინც იყვნენ გამოსული, ეს ხალხი მინდა ყველა გარეთ. ეს ხალხი არის გაბრაზებული ხალხი, რომელმაც თუნდაც იმ მომენტში მაინც გაიაზრა, რომ ეს ქვეყანა კარგავს ევროპულ მომავალს. მათში რაღაც ნაწილია, რომელსაც დღეს აქვს კიდევ რაღაც ეჭვები, რომ იქნებ ამათმა შეასრულონ 12-პუნქტიანი რეკომედაციები და ამ ხალხთან არის სამუშაო ყოველდღიურად და არის ასახსნელი, რომ რა უნდა შეასრულონ? დღის განმავლობაში მინიმუმ სამ ევროპარლამენტარს აგინებენ დედას“, - განაცხად ზურა ჯაფარიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები