ზარქუა - ეს „გიჟი ჯაფარა“ ცდილობს, რომ იმიჯი შეიქმნას

ზარქუა - ეს „გიჟი ჯაფარა“ ცდილობს, რომ იმიჯი შეიქმნას

10-09-2022, 00:04 - 2022
426
       

„ეს „გიჟი ჯაფარა“ ცდილობს, რომ იმიჯი შეიქმნას ვითომ-რადიკალის და ვითომ-ოპოზიციონერი ლიდერის“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.

ირაკლი ზარქუა მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ არ აჰყვნენ პროვოკაციას, რადგან ამ ქვეყანას დაძაბულობის ნაცვლად მშვიდობა სჭირდება.

გიჟი ჯაფარას“ ვეძახი, თვითონაც ასე ეძახიან, აი პარლამენტს რომ ზომავს, 200 კაცი შეეტევა თუ არა, თქვენ ეს კონსტრუქციულობა გგონიათ? ეს „გიჟი ჯაფარა“ თქვენს ხარჯზე ცდილობს, რომ იმიჯი შეიქმნას ვითომ რადიკალის და ვითომ ოპოზიციური ლიდერის. როგორც 20 ივნისს, რომელიც იყო ტრაგედია ჩვენთვის, საზოგადოებისთვის, რაც იქ მოხდა. აი ასე შეგატოვებთ ახალგაზრდებს თუ ვინმემ რამე გაბედა, იქ იქნება დაპირისპირება და შემდგომ თვითონ ბუჩქებში მიიმალებიან როგორც ეს გააკეთეს. ნუ აჰყვებით პროვოკაციას, ამ ქვეყანას დაძაბულობა არ სჭირდება მეგობრებო, ამ ქვეყანას ჭირდება ჩართულობა, ამ ქვეყანას სჭირდება მშვიდობა და განვითარება, ამ მიმართულებით მივდივართ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები