ნაყოფია - სააკაშვილი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ პოლიტიკაზე ისაუბროს

ნაყოფია - სააკაშვილი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ პოლიტიკაზე ისაუბროს

9-09-2022, 18:01 - 2022
510
       

„სრული პასუხისმგებლობა „ოცნების“ ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს, ეკისრებათ, უნდა დაჩქარდეს სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის პროცესი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კობა ნაყოფიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არათუ საყურადღებო, არამედ საგანგაშოა.

მიხეილ სააკაშვილს დაპატიმრების დღიდან დღემდე მნიშვნელოვნად დაკარგული აქვს წონა, დაახლოებით 30 კილოგრამი. აშკარად ცუდად არის და ჯანმრთელობა არათუ საყურადღებო, არამედ საგანგაშოა. ის საჭიროებს გადაყვანას სპეციალიზებულ კლინიკაში, სადაც აღმოუჩენენ შესაბამის დახმარებას. მინდა მოვუწოდო „ოცნების“ ხელისფლებას და ბიძინა ივანიშვილს, რომ სრული პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ, უნდა დაჩქარდეს პროცესი მისი საზღვარგარეთ გადაყვანის. იმედი გვაქვს, რომ ექსპერტების ჯგუფის დასკვნის საფუძველზე მოხდება მისი გადაყვანა უცხოეთში. მიხეილ სააკაშვილი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ისაუბროს საქართველოს პოლიტიკაზე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საგანგაშო, აღნიშნავს უკრაინის წარმატებას, რის ირგვლივაც იყო საუბარი“, - აღნიშნა კობა ნაყოფიამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები