„ერთ-ერთი, რაშიც ჩვენი ისტორიითაც დავრწმუნდით და ვხედავთ ახლა უკრაინაშიც, არის ის, რომ რუსეთს საბაბი არ სჭირდება, თუკი ის გადაწყვეტილებებს იღებს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ისტორიის ეს მომენტი ბრძნულად გაიაროს.
„ჩვენ ამ საფრთხეში ვცხოვრობთ, ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც რუსეთის ჯარი ჩვენი ნებართვის გარეშე დგას და აქვს ოკუპირებული ტერიტორია. საფრთხეები რომ არსებობს, სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ. რაც შეეხება რაღაც საფუძვლების შექმნას, ერთ-ერთი, რაშიც ჩვენი ისტორიითაც დავრწმუნდით, ვხედავთ ახლა უკრაინაშიც, არის ის, რომ საბაბი რუსეთს არ ჭირდება, თუკი ის გადაწყვეტილებებს იღებს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათ შორის ის, რომ ისტორიის ამ მომენტში საქართველომ ძალიან ბრძნულად გაიაროს იმისთვის, რომ იყოს ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.