ოზურგეთში კაცმა მეზობელი ქალი დაჭრა

ოზურგეთში კაცმა მეზობელი ქალი დაჭრა

9-09-2022, 12:40 - 2022
709
       

ოზურგეთში კაცმა მეზობელი ქალი დანით დაჭრა.

ამის შესახებ ინფორმაციას გურიაTV ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, 52 წლის ქალი მრავლობითი ჭრილობებით საავდმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა, მას გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა. საავადმყოფოს, რომელშიც ახლა დაჭრილი ქალია მოთავსებულია პოლიცია იცავს.

რა გახდა დაჭრის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, კაცი უკვე დააკავა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები