TV 25 დახურვის საფრთხის წინაშეა

TV 25 დახურვის საფრთხის წინაშეა
7-09-2022, 13:16 - 2022
411

TV 25 დახურვის საფრთხის წინაშეა. 

აჭარის რეგიონულ ტელევიზიას  მძიმე ფინანსური კრიზისი აქვს.

არხის აღმასრულებელი დირექტორის, მურთაზ ფრანგულაშვილის თქმით, ფინანსური კრიზისი საკანონმდებლო გადაწყვეტილებებმა და სარეკლამო პოლიტიკის ცვლილებებმა გამოიწვია. 

ფინანსური კრიზისი გვაქვს, როგორც სხვა დანარჩენს ისე, ოღონდ ეს ფინანსური კრიზისი საკმაოდ ღრმა კრიზისია. რამდენიმე არასწორმა  გადაწყვეტილებამ საკანონმდებლო ორგანოში გამოიწვია, რეგიონული არხების განსაკუთრებით სხვა დამოუკიდებელი [მედიების]... სარეკლამო პოლიტიკას ეხება, საზოგადოებრივი მაუწყებლებისთვის რეკლამის გაშვების უფლებებს. 

მოვბილიზდებით, უნდა გადავეწყოთ და მოვიფიქროთ ისეთი მიმართულება, რომ რაღაც პერიოდით მაინც გადაგვარჩენს.

ასე თუ ისე ახლა ვახერხებთ მუშაობას“, - ამბობს მურთაზ ფრანგულაშვილი.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა