თალაკვაძე - სასამართლოს დამოუკიდებლობა დიამეტრალურად მაღალია

თალაკვაძე - სასამართლოს დამოუკიდებლობა დიამეტრალურად მაღალია

7-09-2022, 13:12 - 2022
410
       

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებებს დღეს „ქართულ ოცნებაში“ გამოეხმაურნენ. 

არჩილ თალაკვაძე ამტკიცეს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში დღეს დამოუკიდებელია.

პრემიერ-მინისტრმა ამასთან დაკავშირებით ამომწურავი არგუმენტები გაუზიარა თავის ევროპელ კოლეგებს. არავითარი პრობლემა მედიას არ ექმნება, როცა კრიტიკულ შინაარსს მაუწყებლობს ხელისუფლებასთან მიმართებით. სასამართლოს დამოუკიდებლობა დღეს არის დიამეტრალურად მაღალი, მოქალაქეები საქართველოს სასამართლო სისტემაში ბევრად უფრო მეტად პოულობენ  და აღწევენ თავის სიმართლის დადასტურებას.

რადიკალურმა ოპოზიციამ და მათ მიერ კონტროლირებულმა მედიამ გააკეთეს ყველაფერი ამ წლების განმავლობაში და ისინი ყოველდღიურად იმეორებენ, რომ თითქოს დღეს სასამართლო არის უარესი, მედიაგარემო არის უარესი - ეს არის ტყუილი, მაგრამ ამ ტყუილს სჭირდება განეიტრალება“
, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები