საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ქვეყნიდან ახალგაზრდები გარბიან.
ქვეყნის მთავარსარდალი ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ აუცილებელია რეფორმების დაჩქარება.
„ძალიან შავ-თეთრი იქნებოდა იმის თქმა, რომ პერსპექტივის ნაკლებობა, მხოლოდ რუსული დეზინფორმაციაა. რა თქმა უნდა არის ეკონომიკური და სოციალური პრობლემები და ის, რომ ქვეყანაში საკმარის დინამიკას ვერ ხედავენ. ამიტომ უნდა დავაჩქაროთ რეფორმები, ამიტომ უნდა დავაჩქაროთ ქვეყნის ეკონომიკური დინამიკა, ამიტომ მეტი უნდა გავაკეთოთ დეპოლარიზაციის კუთხით, რადგან თუ არის რამე, რაც ახალგაზრდებს ქვეყნის გარეთ გასვლისკენ უბიძგებს, ეს ქვეყნის შიგნით არსებული ამ გაუთავებელი პოლარიზაციის ხილვაა, რომელიც არ აჩვენებს რაიმე რეალურ არსს, საით მივდივართ და არ მოაქვს ის ოპტიმიზმი, რომელიც კეთების, შენების და ამ გზის გაგრძელებისთვის ახალი ენთუზიაზმის შესაქმნელადაა საჭირო“, - განაცხადა პრეზიდენტმა.