„ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი ფრიდონ ინჯია სახალხო დამცველის პოსტის გაუქმების ინიციატივით გამოდის.
ამის შესახებ მან დღეს საშემოდგომო სესიაზე ისაუბრა.
„სახალხო დამცველი სადღაც 5-6 ქვეყანაშია მსოფლიოში. დანარჩენი არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში, სახელმიფოში არ არის სახალხო დამცველი. სახალხო დამცველის როლს ასრულებს კანონის უზენაესობა, ვიფიქროთ ჩვენც ამაზე“, - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.