„პირველი ხელისუფლება ვართ, ვის დროსაც რუსეთს საქართველოში ტერიტორიული პროგრესი არ ჰქონია“ - კობახიძე

„პირველი ხელისუფლება ვართ, ვის დროსაც რუსეთს საქართველოში ტერიტორიული პროგრესი არ ჰქონია“ - კობახიძე

6-09-2022, 14:11 - 2022
533
       

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მორიგ მუქარაში სახიფათოს ვერაფერს ხედავს.

მისივე თქმით, მისი ხელისუფლება პირველია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც რუსეთს საქართველოში ტერიტორიული პროგრესი არ ჰქონია.

ზოგადად ჩვენ ძალიან რთულ გარემოში გვიწევს ცხოვრება და არსებობა, და არის უამრავი საფრთხე, უამრავი რისკი ზოგადად სხვადასხვა მიმართულებით და ჩვენ თავიდან ბოლომდე ამით ვართ დაკავებული რომ მაქსიმალურად გავანეიტრალოთ ნებისმიერი საფრთხე. 

რა თქმა უნდა, ყველა პროცესს ვაკვირდებით ყურადღებით და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ რისკები არ შეეხოს ქვეყანას და ამ 1 წლის გამავლობაში წარმატებით მოვახერხეთ ამის უზრუნველყოფა, მშვიდობის და სიმშვიდის შენარჩუნება ჩვენ ქვეყანაში. 

ეს გაგრძელდება, ნებისმიერი რისკი იქნება გაანალიზებული და გვექნება სათანადო პასუხი....თქვენ თემა მიგყავთ იქამდე, რომ საქართველოში მყოფი 40 ათასი ტურისტი არის კატასტროფა. 

არაფერი კავშირი არ აქვს ინიციატივას ამასთან...ძალიან ძალიან ირიბად გვეხება ესე საკითხი“, - ამბობს კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლიდან დღემდე რუსეთი აქტიურად იერთებს მცოცავი ოკუპაციით საქართველოს ტერიტორიებს, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიებიდან იტაცებს მოსახლეობას, აკავებს და ასამართლებს. ბოლო პერიოდში გახშირდა მოვლენები, როდესაც რუსი შეიარაღებული პირები ოკუპაციის ხაზიდან საკმაოდ შორს გადაადგილდებიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე. გუშინ ოკუპანტის შეიარაღებული ძალები ლომისაზე ნახეს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები