კობახიძე - უკრაინა იხრჩობა კორუფციაში

კობახიძე - უკრაინა იხრჩობა კორუფციაში

6-09-2022, 11:41 - 2022
554
       

„ერთ-ერთი მთავარი კორუმპირებული ქვეყნის ანტიკორუფციული სააგენტო ვიღაცებს რაღაცებს რომ ედავება, ეს უკვე სასაცილოა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, „საერთაშორისო დონეზეა აღიარებული, რომ უკრაინა იხრჩობა კორუფციაში და დღემდე ნული პროგრესი აქვთ“.

მთავარი პარადოქსიო აქ ისაა, რომ საერთაშორისო დონეზეა აღიარებული, რომ უკრაინა იხრჩობა კორუფციაში. ეს არის საერთაშორისო დონეზე აღიარებული მოვლენა. ეს არ არის მარტო ამ ხელისუფლების პრობლემა, მოჰყვებათ წინა ხელისუფლებებიდან, მაგრამ დღემდე ნული პროგრესი აქვთ ამ კუთხით, დღემდე ითვლება, რომ უკრაინა არის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფო, რაც რეიტინგებსა და ყველაფერში არის ასახული. როდესაც ასეთი ქვეყნის ანტიკორუფციული სააგენტო რაღაც სიას დებს, ეს უკვე არასერიოზულია, ეს მართლა სასაცილოც კი არ არის. ეს ერთი და მეორე, ეს ხომ ახალი არაფერი არ არის? ამაზე ლაპარაკობს არახამია უკვე თვეებია. ეს, რა თქმა უნდა, მათი დღის წესრიგია და ამის უკან რა იმალება, ესეც ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ ისე, როგორც სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში, აქაც ვერ გავხსნით კარტებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები