გამოცემა Reuters ბიძინა ივანიშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ Credit Suisse Trust Ltd-მ მისი ინვესტიციები არ დაიცვა და არ გადადგა სათანადო ნაბიჯები დანაკარგის თავიდან ასაცილებლად.
მათივე ცნობით, ეს დანაკარგი კომპანიის ყოფილ ბანკირს, პატრიკ ლესკადრონის მიერ ჩადენილ თაღლითობას უკავშირდება.
გამოცემის ცნობითვე, თავად სატრასტო დანაყოფის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოსარჩელეების მიერ მოთხოვნილი ზარალის ოდენობა გადაჭარბებულია და ისინი სასამართლოს სარჩელის უარყოფას სთხოვენ.
Reuters-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილი სინგაპურის საერთაშორისო კომერციულ სასამართლოს ონლაინ ჩაერთო.
მისი ადვოკატების განცხადებით კი ბანკის წარმომადგენლობამ თავისი დანაკარგი 818,2 მილიონ დოლარად დაიანგარიშა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ივანიშვილის ადვოკატების მიერ სასამართლოში წაკითხულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ Credit Suisse ტრასტში 2005 წელს 1,1 მილიარდი დოლარი განთავსდა.
Reuters ასევე წერს, რომ ბანკირმა პატრიკ ლესკადრონმა, რომელიც სწორედ ივანიშვილის ბიზნესს კურირებდა, ტრასტის ინვესტიციებით თაღლითური გზით არაეფექტიანი მართვა და ტრასტის ფონდებით დაუფლება ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო.
მან აღიარა გარიგებების გაყალბება და დანაკარგების დამალვა. სასამართლო დოკუმენტების თანახმად, მოგვიანებით ლესკადრონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
შვეიცარიული ბანკი აღდგენას ცდილობს 2021 წელს მიღებული მილიარდობით დოლარის ოდენობის დანაკარგის შემდეგ, რაც მას წარუმატებელი ინვესტიციებისა და მრავალრიცხოვანი სამართლებრივი საქმეების შედეგად მიადგა, მათ შორის ბერმუდის სასამართლო საქმეა, რომელშიც ასევე ეხება ივანიშვილს და რაც შესაძლოა, ბანკს 600 მილიონი დაუჯდეს“,
Reuters-ის ცნობით, ივანიშვილმა დღეს სასამართლოზე განაცხადა: „ვფიქრობდი, რომ მოვედი ექსპერტებთან, რომლებიც დაიცავდნენ ჩემს კაპიტალს და ჩემს ოჯახს“.