კობახიძე ევროპარლამენტარებზე - ამ ქვეყნის მტრები არიან

კობახიძე ევროპარლამენტარებზე - ამ ქვეყნის მტრები არიან

5-09-2022, 22:23 - 2022
449
       

„ევროპარლამენტარები, რომლებიც საუბრობენ ე.წ. დებიძინიზაციაზე, არიან ქვეყნის მტრები", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საუბრობს.

მან ასევე აღნიშნა, რომ კახი კალაძეს განცხადებას ეთანხმება.

რა თქმა უნდა, მე ვეთანხმები სრულიად კახი კალაძის განცხადებას, მან თქვა, რომ ევროპარლამენტარები, რომლებიც საუბრობენ ე.წ. დებიძინიზაციაზე, არიან, რა თქმა უნდა, ქვეყნის მტრები. მათ ამოძრავებთ, რა თქმა უნდა, მტრული მოტივაცია, რაც არის ძალიან სამწუხარო და ძალიან მძიმე. თუმცა ევროპარლამენტარები არიან და ყველა პარლამენტში არიან ასეთი ადამიანები“, - განაცხადა კობახიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები