„საქართველოში მიმდინარეობს აღმშენებლობა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მან ასევე „ენმ“-ს ლიდერს ნიკა მელისასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ არჩევნები 2024 წელს გაიმართება.
„საქართველოში მიმდინარეობს აღმშენებლობა, განვითარება, ეკონომიკური წინსვლა.
ვადამდელი არჩევნების ინიციატივა არის ძალიან დიდი აბსურდი და სისულელე.
არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, როგორც ეს არის კონსტიტუციით გათვალისწინებული. პოლიტიკური კრიზისი ნაციონალურ მოძრაობას და ოპოზიციას აქვთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.