კალაძე - პოლიტიკური კრიზისი აქვს „ნაცმოძრაობას“

კალაძე - პოლიტიკური კრიზისი აქვს „ნაცმოძრაობას“

5-09-2022, 12:54 - 2022
501
       

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვადამდელი არჩევნების ჩატარება დიდი სისულელეა. 

აღნიშნულით ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ბრიფინგს გამოეხმაურა. კალაძის თქმით, პოლიტიკური კრიზისი „ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციას აქვს.

პოლიტიკური დაძაბულობა ვისაც აქვს, ეს არის ოპოზიცია და კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობა“. ქვეყანაში მიმდინარეობს აღმშენებლობა, განვითარება, ეკონომიკური წინსვლა. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ეს არის ძალიან დიდი აბსურდი და ძალიან დიდი სისულელე, არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, როგორც ეს კონსტიტუციითა გათვალისწინებული. პოლიტიკური კრიზისი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციას“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები