მეხუთე დღეა ცეცხლის ღია კერებია შილდის ტყეში.
რთული რელიეფისა და მაღალი ტემპერატურის გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდება ხანძრის ლოკალიზება. სტიქიის ზონაში ცეცხლი მრავალწლოვან ხეებსაც უკიდია.
ადგილზე თავდაცვის უწყების ქვედანაყოფები, მეხანძრე-მაშველები და ცოცხალი ძალა დილიდან იწყებს ქრობის სამუშაოებს. დღის განმავლობაში ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებიც ჩაერთვება.