ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ხალხი, რომელმაც სვეტიცხოველში რუსული წირვა გააპროტესტა, ქართულსაც არ ესწრება

ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ხალხი, რომელმაც სვეტიცხოველში რუსული წირვა გააპროტესტა, ქართულსაც არ ესწრება

5-09-2022, 00:48 - 2022
541
       

სვეტიცხოველში სლავურ ენაზე ჩატარებული წირვის შესახებ დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს.

ის განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

თავიდანვე უნდა აღმენიშნა რომ სვეტიცხოველში სლავურ ენაზე წირვა არ აღსრულებულა, არამედ ქართულ მსახურებას დაესწრნენ სტუმრები და მათ ნება დართეს რამდენიმე ლოცვა (კვერექსი) მშობლიურ ენაზე ეთქვათ.

სვეტოცხოველში სლავურად მსახურებაზე პირველად რომ ატყდა განგაში და ეკლესიის დადანაშაულების ტალღა ააგორეს, აღმოჩნდა რომ უკრაინელები მდგარან ლოცვაზე, როგორც თანამსახურნი და უკრაინელებს ქართულად ხომ არ აიძულებ ლოცვას და ჩაწყნარდა ეს საკითხი.

 
სლავურ ლოცვაზე კიდევ სცადეს სკანდალის აგორება და ამჯერად ბულგარელი სასულიერო პირები აღმოჩნდნენ. ვერც ბულგარელებს აიძულებ ქართულად ლოცვას.

შეიძლება ზუსტად არ ვამბობ, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, ძირითადად ისეთი ხალხი შფოთავს სლავურ ენაზე კვერექსის მოსმენისას, ქართულ წირვასაც რომ არ ესწრება.

ისე გამოდის რომ ჩვენ ძირითადად ქართულ წირვას ვუსმენთ და ისინი კი სლავურს
“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები