„გერმანიამ ფაქტობრივად ჰიბრიდული ომი გამოუცხადა რუსეთს“, - წერს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი Telegram-ზე.
მედვედევი ასე გამოეხმაურა გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებებს, რომ რუსეთი აღარ არის ენერგორესურსების სანდო მიმწოდებელი.
„აი, ისევ განაწყენებული... გერმანია: ა) არამეგობრული ქვეყანა, ბ) სანქციები დაუწესა რუსეთის მთელ ეკონომიკას და მის მოქალაქეებს, გ) ამარაგებს უკრაინას ჩვენი შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მიმართული სასიკვდილო იარაღით“, - წერს მედვედევი.