გორში, სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ხმელ ბალახს მოედო. ამჟამად ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.
შეგახსენებთ, დღეს ცეცხლის ერთდროულად 5 კერა იყო დედაქალაქშიც.
გარდა ამისა, უკვე რამდენიმე დღეა ცეცხლს ებრძვიან კახეთში. სოფელ შილდის ტყეში, ცეცხლი მრავალწლოვან ხეებს უკიდია. ადგილზე თავდაცვის უწყების ქვედანაყოფები, მეხანძრე- მაშველები და ცოცხალი ძალა მუშაობს. ოპერაციაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებიც.