შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვით მიმდინარე წლის 7 თვის განმავლობაში საჯარო უწყებებში სამსახურებრივი გულგრილობის, სიყალბისა და ქრთამის მიცემის ფაქტები 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით გაზრდილია.
2022 წლის იანვარ-ივლისში ქრთამის მიცემის ფაქტები 33.33%-ით გაიზარდა. ამასთან სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტები +51.35%-ით გაიზარდა, ხოლო სამსახურებრივი სიყალბის ფაქტები 32.26%-ით არის მომატებული.
შს სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, 2022 წლის იანვარ-ივლისში სამოხელეო დანაშაულის რეგისტრირებული ფაქტებიდან 62 - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების; 137 - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, 21 - ქრთამის აღების შემთხვევა დაფიქსირდა.