„მძიმე ფასის გადახდა მოგიწევთ, შესაძლოა, მოულოდნელად ჩამოვიდეთ“ - ერდოღანი საბერძნეთს აფრთხილებს

„მძიმე ფასის გადახდა მოგიწევთ, შესაძლოა, მოულოდნელად ჩამოვიდეთ“ - ერდოღანი საბერძნეთს აფრთხილებს

4-09-2022, 12:01 - 2022
972
       

„მძიმე ფასის გადახდა მოგიწევთ, შესაძლოა, მოულოდნელად ჩამოვიდეთ“, - ასე მიმართავს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი საბერძნეთს.

მან ასევე აღნიშნა, რომ როდესაც დრო მოვა თურქეთი იმას გააკეთებს, რაც საჭიროა.

თქვენ მიერ კუნძულების ოკუპაცია თურქეთსა და საბერძნეთს ერთმანეთთან არ აკავშირებს. დრო როცა მოვა, ჩვენ იმას გავაკეთებთ, რაც საჭიროა. როგორც იტყვიან, ერთ ღამეს, შესაძლოა, მოულოდნელად ჩამოვიდეთ. შეხედეთ ისტორიას. თუ კიდევ უფრო შორს წახვალთ, მძიმე ფასის გადახდა მოგიწევთ. და ბოლოს, ჩვენ ერთი წინადადება გვაქვს საბერძნეთისთვის: ნუ დაივიწებთ იზმირს“, - განაცხადა ერდოღანმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები