ზარქუა - ყველას გვაქვს განცდა, რომ გვისმენენ

ზარქუა - ყველას გვაქვს განცდა, რომ გვისმენენ

2-09-2022, 21:42 - 2022
455
       

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ზარქუა პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.

მან აღნიშნა, რომ სააკაშვილის რეჟიმისგან ყველას აქვს განცდა, რომ უსმენენ.

"ქალბატონ სალომეს გაუჩნდებოდა ეს განცდა, კი, ისევე, როგორც, სამწუხაროდ, სააკაშვილის რეჟიმისგან ყველას გვაქვს მენტალიტეტში ეს განცდა, რომ გვისმენენ.

იმ რეჟიმის დროს, მოწყობილებებს რომ დადებდით, ოპერატორებსაც კი უსმენდნენ, ერთმანეთში რას ლაპარაკობდნენ ტელეფონებში საიდან აქვს ეს აღქმა-თქო და ქალბატონი ზურაბიშვილი იმ დროსაც საქართველოში ცხოვრობდა.

ჩვენ გვახსოვს, თუ როგორ ხდებოდა მოსმენები. შეიძლება, ამის გამოძახილია და ამის განცდა აქვს", - განაცხადა ზარქუამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები