ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში თანასოფლელმა 45 წლის კაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
კაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, თანასოფლელებს შორის დაპირისპირება სუფრაზე დაიწყო, რის შემდეგაც თავდამსხმელმა დავით ქიტესაშვილს მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა.
სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.