კალაძე ჟურნალისტს უჩივის და მორალური ზიანისთვის 100 ათას ლარს ითხოვს

კალაძე ჟურნალისტს უჩივის და მორალური ზიანისთვის 100 ათას ლარს ითხოვს

1-09-2022, 20:52 - 2022
781
       

თბილისის მერი კახა კალაძე „ტვ პირველისა“ და ჟურნალისტ მაია მამულაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. 

კალაძე მოპასუხე პირებისგან მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 100 000 ლარს ითხოვს.

კალაძის ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას ინფორმაციით, 2022 წლის 5 ივნისს „ტვ პირველის“ ეთერში გავიდა მაია მამულაშვილის საავტორო გადაცემა, სადაც ჟურნალისტმა გააკეთა განცხადება, რომ „კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო, რაც არის ოფიციალური ინფორმაცია“.

სად გადის ზღვარი ცილისწამებას და გადაუმოწმებელ ინფორმაციასა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას შორის ეს საერთაშორისო სასამართლოებმა დიდი ხნის წინ დაადგინეს და ახლა საქართველოს სასამართლომაც უნდა დაადგინოს.

გვაინტერესებს ის დოკუმენტაცია, რომელზეც საუბრობდა ჟურნალისტი მაია მამულაშვილი, კონკრეტული ფაქტი, რომ კახა კალაძემ 60 მილიონი "ჩაიდო ჯიბეში”. ეს განცხადება მიზნად ისახავდა მხოლოდ კალაძის დისკრედიტაციას და მოსახლეობაში რეპუტაციის შელახვას. ეს არის ტყუილი და ცილისწამება, თუ არ იქნება წარმოდგენილი ეს დოკუმენტაცია კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი კანონის წინაშე. ამ განცხადებით ადგილი აქვს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას, რადგან თანხების მითვისება წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს
“, - აღნიშნა დიმიტრი გაბუნიამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები