„ველოდები მოუთმენლად“ - პრეზიდენტი „ქართულ ოცნებას“ სასამართლოში ელოდება

„ველოდები მოუთმენლად“ - პრეზიდენტი „ქართულ ოცნებას“ სასამართლოში ელოდება

1-09-2022, 20:42 - 2022
878
       

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე მმართველი პარტიის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე გააკეთა განცხადება. 

მან აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას.

უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი გადაწყვეტილება, ბაქრაძის გაეროში ელჩობაზე ხელის მოწერა, რომელსაც ერთი მხრივ, დეპოლარიზაციისთვის ხელი უნდა შეეწყო, ასე არ იქნა მიღებული, რადგან დღეს - ოხ, საკვირვება, მივიღე 7 წარდგენა, ისე რომ არც ერთი ის საიდუმლო ნაწილი კონსულტაციების არ ჩატარებულა და დამიდეს მაგიდაზე ეს 7 წარდგენა, რომელიც არის ერთგვარი პასუხი, ამ ჩემს გადაწყვეტილებაზე ხელისუფლების მხრიდან და მემგონი საჭირო არის, უკვე ვეღარ მოითმენს სიტუაცია, რომ საკონსტიტუციომ განიხილოს ეს საკითხი, განიხილოს ტექსტები, განიხილოს არსებული პრაქტიკა და ის კონფიდენციალური დოკუმენტები, რაც გვაქვს და რაც ამტკიცებს, რომ მუდმივად იყო კონფიდენციალური კონსულტაციები, იმიტომ რომ პრეზიდენტის ხელმოწერა ვერ იქნება მხოლოდ ფაქსიმილიე, ამ დარგში მითუმეტეს, ამიტომ საკონსტიტუციომ თავისი თქვას და მე ამას ველოდები მოუთმენლად“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები