ხანძარია ამ წუთებში ყვარლის მუნიციპალიტეტში, შილდას ტყეში

ხანძარია ამ წუთებში ყვარლის მუნიციპალიტეტში, შილდას ტყეში

1-09-2022, 19:40 - 2022
560
       

ხანძარია ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი სამ კერაზეა გაჩენილი. თუმცა, რა ფართობს მოიცავს ის, ამ დროისათვის უცნობია.

მათივე თქმით, ცოტა ხნის წინ დაუკავშირდნენ 112- ს და შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდეს.

ბოლო რამდენიმე წელში შილდის ტყეში ათეულობით ჰექტარი ტყის მასივი განადგურდა ხანძრის შედეგად.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები