ბათუმის მერიაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შევიდა.
როგორც ცნობილია სუს-ი სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს სწავლობს.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანამდებობა დატოვა ბათუმის მერიის მთავარმა არქიტექტორმა. აღსანიშნავია, რომ მირიან მეტრეველმა გადადგომამდე ცოტა ხნით ადრე ბათუმის ადგილობრივ მედიაში განაცხადა, რომ თორნიკე რიჟვაძის განცხადებები მისთვის მიუღებელი იყო.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია უცნობია.