იუმორისტული შოუ, „ვანოს Show“ ბრუნდება.
ამის შესახებ ინფორმაციას შოუს წამყვანი, ვანო ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, იუმორისტული შოუ „ტვ პირველზე“ ბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ ვანო ჯავახიშვილის საავტორო შოუ ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ ფინანსური პრობლემების გამო რამდენიმე თვის წინ დაიხურა.