თეა წულუკიანმა ყოფილ თანამშრომელთან სასამართლო დავა წააგო

თეა წულუკიანმა ყოფილ თანამშრომელთან სასამართლო დავა წააგო

1-09-2022, 01:22 - 2022
698
       

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბაია ოტიაშვილმა გააუქმა კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის 2021 წლის 1 ივლისის ბრძანება, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის გათავისუფლების შესახებ და სამინისტროს თანამშრომლის აღდგენა დაავალა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილი აქვეყნებს.

სასამართლომ კულტურის სამინისტროს დაავალა, აღდგენილ თანამშრომელს გათავისუფლებიდან (2021 წლის 1 ივლისი), გადაწყვეტილების აღსრულებამდე, იძულებითი ყოველთვიური განაცდური აუნაზღაუროს

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები