უკრაინის საჰაერო თავდაცვის ზონაში რუსეთის თვითმფრინავები 3 თვეზე მეტია არ გამოჩენილა

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ზონაში რუსეთის თვითმფრინავები 3 თვეზე მეტია არ გამოჩენილა
1-09-2022, 01:14 - 2022
466

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობის სპიკერის, იური იგნატის თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ზონაში რუსეთის თვითმფრინავები 3 თვეზე მეტია არ გამოჩენილან.


მისივე თქმით, კრემლმა საომარი ტაქტიკა შეცვალა.


"სამ თვეზე მეტია, რაც ჩვენი საჰაერო თავდაცვის ზონაში აგრესორი მხარის თვითმფრინავი არ ყოფილა. ახლა მტერი რაოდენობრივად ნამდვილად იმარჯვებს, მაგრამ ჩვენი სამხედროები საკუთარ მიწაზე იბრძვიან და უკრაინას იცავენ“, - განაცხადა იგნატმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა