სოფელი ალვანი წყლის გარეშე დარჩა.
დაპირებებისა და ადგილობრივების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, სახელმწიფო სამსახურები პასუხისმგებლობას იხსნიან.
ცხელი ზაფხულის პირობებში კი ვენახები და ყანები ხმება.
მევენახე ბიზნესმენებზე გაყიდული წყალი მოსახლეობამდე ვერ მიდის და ისინი იძულებული არიან, სასმელი წყალი მეზობელი სოფლებიდან მოიმარაგონ.