„მეწარმეებს რეგისტრაციის დროს წესდებაში კონკრეტული საქმიანობის მითითება არ სჭირდებათ“, - ასე განმარტებას აკეთებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე „საქსტატის“ ინფორმაციაზე.
სარჯველაძის განცხადებით, არც ერთ ინდივიდიალურ მეწარმეს, არც ერთ კორპორაციას წესდებაში საქმიანობის საგნის განსაზღვრა არ მოეთხოვება.
„ბუნებრივია, ეს წესი ეთნიკური ნიშნით განსხვავებული ვერ იქნება. ამიტომ მგონია, როდესაც ასეთ დაკვირვებას ვაწარმოებთ, ზოგადი მაჩვენებლი რომ ნახოთ როგორც საქართველოში, ასევე ევროპულ სახელმწიფოში, აღმოაჩენთ, რომ ეს უცნაურობა არ არის. მგონია, რომ არც რაოდენობა უნდა იყოს საგანგაშო - თუ წინა წლის სტატისტიკასა და მონაცემებს შევადარებთ ან გავაალიზებთ რუსეთის მოქალაქეების მიერ დარეგისტრირებული კომპანიებიდან რამდენია ეთნიკური ქართველი, აღმოაჩენთ, რომ სურათი არც ისე დრამატულია, როგორც ამის წარმოჩენას შეიძლება ვინმე რაღაც მონაცემებზე დაყრდნობით ცდილობდეს. გამოქვეყნებულ სტატისტიკაში საგანგაშო დასკვების გაკეთების მიზეზს ვერ ვხედავ - ოდნავ სიღმეში ჩასვლა საკმარისია მივხვდეთ, რომ საგანგაშო დასკვნების მიზეზი არ არსებობს“, - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ბოლო 5 თვეში 7 459 რუსული ბიზნესი დარეგისტრირდა - აქედან მხოლოდ ოთხის საქმიანობაა ცნობილი