რუსი სამხედროები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან.
ამის შესახებ ინფორმაციას ანტისაოკუპოაციო მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, დავით ქაცარავა ვიდეოს ავრცელებს.
„ხშირად გვითქვამს, რომ რუსები უპრობლემოდ კვეთენ მათ მიერვე დაწესებულ ოკუპაციის ხაზს და გადმოდიან ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, თუმცა სამწუხაროდ, ნაკლებად აღიქვამდა საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ამ განცხადებებს.
ალბათ იმიტომ, რომ ამის ვიდეო მტკიცებულება არ არსებობდა და მხოლოდ ჩვენი სიტყვები საკმარისი არ იყო.
გთავაზობთ მტკიცებულებას.
უყურეთ, როგორ გადმოდიან ჩვენს კონტროლირებად მხარეს, როგორი დაუსჯელობის და უსაფრთხოების შეგრძნებით არიან ეს ორკები გაჯერებულები“, - წერს ქაცარავა.