გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი, შესაძლოა, „წლების განმავლობაში გაგრძელდეს“.
მან ხაზი გაუსვა, რომ გერმანია უკრაინას იქამდე დაეხმარება, სანამ საჭირო იქნება.
„სამწუხაროდ, უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალ ზაფხულს უკრაინას ახალი მძიმე იარაღი ჯერ კიდევ დასჭირდება თავისი მეგობრებისგან.
უკრაინა იცავს ჩვენს თავისუფლებასაც, ჩვენს მშვიდობასაც. ჩვენ მათ ვუწევთ როგორც ფინანსურ, ასევე სამხედრო დახმარებას და ამას გავაკეთებთ იმდენხანს, რამდენხანსაც საჭირო იქნება. წერტილი!“, - აღნიშნა ანალენა ბერბოკმა.