ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ მზად იყო კიევი თავად აეღო, თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესაბამისი განკარგულება არ გასცა.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში განაცხადა.
„მე დიდი ხნის წინ ავიღებდი კიევს, პუტინს რომ შესაბამისი განკარგულება გაეცა, ზელენსკი და მისიანები კი უკვე სარდაფში იქნებოდნენ დაკითხვაზე.
ამიტომ, მადლობა პუტინს, რომ არ მოგვცა კიევის აღების საშუალება“, - წერს კადიროვი.