ვოლსკი - ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გადასახედია

ვოლსკი - ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გადასახედია

27-08-2022, 17:35 - 2022
466
       

„ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გადასახედია თავად ვენეციის კომისიის მიერ“ , - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ვენეციის კომისიის მიერ ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით „გადაუდებელ მოსაზრების“ გამოქვეყნებას.

მისივე თქმით, აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით სამართლებრივი შენიშვნები არ ყოფილა.

„ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ცოტა უცნაური ფორმით არის გამოქვეყნებული „ტვიტერზე“ და დანართში მითითებული აქვს სასამართლოს აბსოლუტურად სხვა კანონი, რომელზეც ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივნისში გვქონდა საუბარი და რომელზეც პრინციპული შენიშვნები არ გვქონია. ერთი შენიშვნა გვქონდა, რომელიც თავისივე მოცემულ რეკომენდაციას ეწინააღმდეგებოდა. არ მინდა სიტყვა არაკომპეტენტურობა ვიხმარო. შეიძლება ტექნიკური შეცდომაა, მაგრამ ფაქტია, რომ „ტვიტერში“ კომენტარის მომზადების დროს მისმა ავტორმა არ გაითვალისწინა ის რეალობა, რომელიც არსებობს. როგორ შეიძლება, კანონზე, რომელიც თვეების განმავლობაში განიხილებოდა, თქვა, რომ დაჩქარებული წესითაა მიღებული?!

რაც შეეხება კანონს მოსმენებთან დაკავშირებით, რომელზეც ამბობენ ნაჩქარევად მიღებული კანონიაო, სამართლებრივად არანაირი შენიშვნა არ არის [მოცემული], თუმცა, ყველამ იცის, რომ ეს კანონი მარტიდან არის დამუშავებაში და 7 ივნისს იყო მესამე მოსმენით წარმოდგენილი. მას დაჩქარებულის არაფერი ეტყობა, მითუმეტეს, რომ სამართლებრივი შენიშვნები არც ჩვენს ოპონენტებს და არც საექსპერტო ჯგუფებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, არც პრეზიდენტს, რომელმაც ამ კანონს ვეტო დაადო, არ ჰქონია. ვფიქრობ, ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაცია გადასახედია თავად ვენეციის კომისიის მიერ და საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციაა მისაწოდებელი. ვფიქრობ, დავძლევთ ვეტოს და კანონი იქნება მიღებული, რომელიც ყველა სტანდარტს შეესაბამება. ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომელსაც რეკომენდაციასაც კი ვერ ვუწოდებთ, რაიმე არსებითს საერთოდ არ ითვალისწინებს
“, - განაცხადა ვოლსკიმ. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები