ჩიხლაძე - ვენეციის კომისიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ოცნებამ“ არასწორი გადაწყვეტილებები მიიღო

ჩიხლაძე - ვენეციის კომისიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ოცნებამ“ არასწორი გადაწყვეტილებები მიიღო

27-08-2022, 17:28 - 2022
562
       

„ვენეციის კომისიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არასწორი გადაწყვეტილებები მიიღო“, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე ვენეციის კომისიის მიერ ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით, „გადაუდებელი მოსაზრების" გამოქვეყნებას.

როგორც ჩიხლაძე ამბობს, ახლა ჯერი „ქართულ ოცნებაზეა“ რამდენად გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის დასკვნას, ხელმეორედ შეიტანს კანონს თუ დაძლევს ვეტოს.

იმდენად ანტიდასავლური, ანტიეროვნული კურსი აირჩია, რომ პირიქით, „ჯინაზე“ დაძლევს ვეტოს და ძალაში დატოვებს ამ კანონს. კანონპროექტი ვერ აკმაყოფილებს ვერცერთ კრიტერიუმს. ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ამ ფორმით, ამ კანონის მიღების დასაბუთება არ არის და მითუმეტეს, არანაირი დასაბუთება არ ყოფილა დაჩქარებული წესით ამ კანონის მიღების. თუ დასაბუთება არ არის, რომ ეს კანონი საჭიროა, პირიქით, არის მტკიცებულებები, რომ ეს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს უფრო ზღუდავს, ერთმნიშვნელოვნად, ამ კანონის საჭიროება არ არსებობს. ყველაფერი მიანიშნებს, რომ ეს კანონი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გააძლიეროს რეპრესიული აპარატი საქართველოში და გააძლიეროს ზეწოლა დემოკრატიულ ღირებულებებზე“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები