წალენჯიხის  მერიამ  ხარჯები შეამცირა და 190 ათასი ლარი დაზოგა, რომელიც ბაგა-ბაღებში ბავშვების კვებასა და განათლებას მოხმარდება

წალენჯიხის მერიამ ხარჯები შეამცირა და 190 ათასი ლარი დაზოგა, რომელიც ბაგა-ბაღებში ბავშვების კვებასა და განათლებას მოხმარდება

27-08-2022, 16:57 - 2022
471
       

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში რეორგანიზაცია გრძელდება. 

მერიის მიერ უკვე დაზოგილი 190 ათასი ლარი ბაღის ბავშვების კვების გაუმჯობესებაზე დაიხარჯება.

საკითხთან დაკავშირებით მერმა, გიორგი ხარჩილავამ ბრიფინგზე ისაუბრა.

„იმ რეფორმის შედეგად, როცა კანონით გათვალისწინებული სტანდარტებით მოხდება ბაღების მართვა, უნდა აისახოს პირდაპირ სერვისზე, ხარისხზე. ჩვენი მთავარი სამიზნე არის ბავშვი, მისი კეთილდღეობა, განათლება, კვება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლდება 190 ათასი ლარი, რომელიც მიემართება მენიუს გაუმჯობესებაზე და წიგნების შესყიდვაზე, კვების ხარისხის გაუმჯობესებისკენ, ინვენტარის საყიდლად და განათლების ხარისხის ასამაღლებლად“, - განაცხადა გიორგი ხარჩილავამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები