ქუთაისში, ყოფილ ფსიქიატრიულ შენობაში ხანძარი გაჩნდა

ქუთაისში, ყოფილ ფსიქიატრიულ შენობაში ხანძარი გაჩნდა

27-08-2022, 00:59 - 2022
683
       

ქუთაისში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ყოფილ ფსიქიატრიულ შენობაში ხანძარი გაჩნდა.

შემთხვევა ცოტახნის წინ მოხდა, ადგილზე ორი სახანძრო ეკიპაჟი გამოცხადდა და მოხერხდა ძირითადი კერების ლიკვიდაცია. 

ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი ავრცელებს

ამ დროისთვის არსებული სიტუაცია უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ფსიქონევროლოგიურის ყოფილი შენობა მრავალი წლის მიტოვებულია. ბოლო პერიოდში შენობის ერთ ფლიგელში  იყო ნარკოლოგიური და მუშაობდა მეტადონის პროგრამა. ორი წლის წინ ისიც გადაიტანეს. 

შენობა ავარიული იყო, შიდა პერიმეტრი სავალალო მდგომარებაში იყო. შენობის ტერიტორიას ხშირად იყენებდნენ უსახლკარო პირები ღამის გასთევად.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები