ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ძირითადი ნაწილი ლიკვიდირებულია.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იოსებ ჭელიძემ, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ოპერატიული მართვის შტაბს ხელმძღვანელობს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან, თემურ მღებრიშვილთან ერთად, სამუშაო თათბირი გამართა.
„ბოლო მონაცემებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ხანძრის გავრცელების სამივე სექტორზე ლიკვიდირებულია ცეცხლის კერების 90%, ხოლო დანარჩენ 10%-ზე მიმდინარეობს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. ამასთანავე, გრძელდება სექტორების მონიტორინგი“, - წერია უწყების განცხადებაში.