„მათ პოლიტიკურ ცხოვრებაში არავითარი როლი არ ჰქონიათ “, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ისინი ბიძინა ივანიშვილის შიკრიკები არიან.
„საზოგადოებამ განსაჯოს რამდენად სწორია, როცა ჭორებს შიკრიკების ხელით შემოაგდებ და თავად არავინ და არაფრებს ხარ ამოფარებული.
ოთხეული არავინაა. ეს ხალხი აზრზე არ არის 20 ივნისის მოვლენებზე. მათ პოლიტიკურ ცხოვრებაში არც გუშინ ჰქონიათ რაიმე როლი და არც დღეს აქვთ. ვინც ამ წერილს წერს და შიკრიკების ხელით საზოგადოებას აცნობს, უნდა თქვას რა უნდა“, - განნაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.