სერგეენკო „ოცნებიდან“ წასულებზე - ცოტა მეუხერხულება

სერგეენკო „ოცნებიდან“ წასულებზე - ცოტა მეუხერხულება

26-08-2022, 18:21 - 2022
843
       

„მხოლოდ ეპისტოლარული და დეკლარაციული კომუნიკაცია ცოტა მეუხერხულება“, - ამის შესახებ დავით სერგეენკომ „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების წერილთან დაკავშირებით საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დეპუტატებს და საელჩოს ან ნებისმიერ სხვა ინსტიტუციას შორის სწორი კომუნიკაცია ყველა გაუგებრობას აღმოფხვრის.

ასეთი კომუნიკაცია, ეპისტოლარული ცოტა არ იყოს, ცალმხრივია. დეპუტატებს და საელჩოს ან ნებისმიერ სხვა ინსტიტუციას შორის სწორი კომუნიკაცია იქნება სწორი გასაღები ყველა გაუგებრობის აღმოსაფხვრელად. ვფიქრობ, სწორი კომუნიკაცია მოგვცემს საშუალებას, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს და ეს გაუგებრობა აღმოიფხვრას“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები