„ეს არის მოღალატე, უსამშობლო ხელისუფლება“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აკაკი მინაშვილმა.
როგორც მინაშვილი ამბობს, ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ქვეყანას ჩამოშლის საფრთხე აქვს.
„ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ებრძვის ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოს, ჩვენ მეგობარ სახელმწიფოს - უკრაინას, რომელიც დღეს იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც იცავს და დგას პუტინის რეჟიმის მხარეს. ეს არის მოღალატე, უსამშობლო ხელისუფლება, რომელიც ძალიან სწრაფად უნდა მოვიშოროთ იმიტომ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ქვეყანას აქვს ძალიან სერიოზული საფრთხე; ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ქვეყანას აქვს ჩამოშლის საფრთხე. ეს არის უსამშობლო, რუსების ხელისუფლება, რომელიც ზრუნავს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე, რომელიც ზრუნავს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ფინანსურ მდგომარეობაზე და არ აინტერესებს ქვეყნის ერთიანობა, არ აინტერესებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, არ აინტერესებს ქვეყნის უსაფრთხოება, ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი სახელმწიფოს ღირსება“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.