ჩოხატაურში, რუსთაველის ქუჩაზე კორპუსში ხანძარია

ჩოხატაურში, რუსთაველის ქუჩაზე კორპუსში ხანძარია

26-08-2022, 17:28 - 2022
572
       

ჩოხატაურში, რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი იწვის. 

„გურიანიუსის“ ინფორმაციით, ცეცხლი პირველი სადარბაზოს მეორე სართულის ბინიდან გავრცელდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, დაუდგენელია. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო-სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერიც.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები