ქემოკლიძე „ოცნებიდან“ წასულებზე - ეს „ოთხეული“, „ოთხი ამიგო“, „ჩარლის 4 ანგელოზი“ ფოსტალიონები არიან

ქემოკლიძე „ოცნებიდან“ წასულებზე - ეს „ოთხეული“, „ოთხი ამიგო“, „ჩარლის 4 ანგელოზი“ ფოსტალიონები არიან

26-08-2022, 14:57 - 2022
574
       

„ეს „ოთხეული“ საკუთარ აზრებს არ აჟღერებს, ისინი ფოსტალიონის როლში არიან და წერილის ავტორი  არის  ბატონი ივანიშვილი“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ქემოკლიძის თქმით, 20 ივნისის შემდეგ, როდესაც გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრად დაინიშნა, წასული დეპუტატები მას „ტაშს უკრავდნენ და აქებდნენ“.

საგულისხმოა, რომ ეს „ოთხეული“ საკუთარ აზრებს არ აჟღერებს. ეს „ოთხეული“ არის ფოსტალიონის როლში და წერილის ავტორი ჩვენი აზრით, არის ბატონი ივანიშვილი, პირველ რიგში, ის უნდა გამოვიდეს და თქვას რა უნდა. ამ წერილებით, ამ ადამიანების ხელით რომ ავრცელებს, თქვას რისი თქმა უნდა ქართული საზოგადოების წინაშე. ნიშანდობლივია, რომ ეს ადამიანები ტაშს უკრავდნენ ბატონ გახარიას. 20 ივნისის შემდეგ ბატონი გახარია დაინიშნა პრემიერად, მას ტაშს უკრავდნენ, აქებდნენ, ადიდებდნენ და თუ რამის თქმა უნდოდათ, მაშინ რატომ საუბრობდნენ სხვანაირად და დღეს რატომ საუბრობენ სხვანაირად? ჩემი აზრით, აქ ნიშანდობლივია, რომ წერილის მთავარი ავტორი ვინც არის, ის უნდა გამოვიდეს და იმან უნდა თქვას რაც უნდა.

ვფიქრობ, ამ ადამიანებმა არც მაშინ იცოდნენ სიღრმისეულად რა ხდებოდა სახელმწიფოს შიგნით, მათ შორის 20 ივნისთან დაკავშირებით და არც ახლა იციან. ეს ადამიანები ჩვეულებრივი ფოსტალიონის როლში საუბრობენ იმ დეტალებზე, რომელზეც წარმოდგენა საერთოდ არ აქვთ, ამიტომ წერილის ავტორი ვინც არის, უნდა გამოვიდეს და თქვას საერთოდ რა უნდა - გინდ ამერიკელებთან მიმართებით, გინდ ბატონ გახარიასთან და სხვებთან მიმართებით. ვფიქრობ, ეს ყველაფერი არის აბსურდი და ამ აბსურდის ავტორი არის ერთი ადამიანი და ეს „ოთხი ამიგო“ და „ჩარლის 4 ანგელოზი“ სულაც არ არის ამ წერილის ავტორი. შესაბამისად, წერილის ავტორი ვინც არის, ის უნდა გამოვიდეს და თქვას რა უნდა
“, - განაცხადა ქემოკლიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები