ბორჯომის ხეობაში ხანძარზე კონტროლი დაიკარგა, საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო დახმარება მოითხოვა.
ხანძრის კერები მიუახლოვდა დასახლებულ პუნქტებს, ასევე განჩდა რამდენიმე ახალი ღია კერა.
დაკვამლიანება აღწევს თურქეთის საზღვრამდე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბორჯომის ხეობაში ხანძარი გაჩნდა, რომლის ლიკვიდირებასაც მეხანძრეები უშედეგოდ ცდილობენ, ხანძარმა მიაღწია ახალციხის სოფლებამდე. დაკვამლიანება არის ძლიერი, ცუდი ამინდის გამო ხანძრის ქრობა ვერ ხერხდება.