დაკვამლიანებამ თურქეთის საზღვრებს მიაღწია - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

დაკვამლიანებამ თურქეთის საზღვრებს მიაღწია - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

24-08-2022, 08:35 - 2022
1 868
       

მოქალაქე ცირა მესხისშვილი სოციალურ ქსელში ფოტომასალას ავრცელებს და წერს, რომ ბორჯომში არსებული ხანძარი ისევ მძლავრია, დაკვამლიანება თურქეთის საზღვარს მისწვდა.

მისი თქმით, შავშეთის ერუშეთისა და მესხეთის ქედი უკვე აღარ ჩანს, ცეცხლი კი დასახლებული პუნქტინდან  5 კმ-შია. 

დაარისხეთ ზარები, ხალხო! დაარისხეთ და ითხოვეთ მეზობელი ქვეყნებიდან დახმარება! ღარიბაშვილო! თორემ თაობები შეგვაჩვენებენ! 

მაინც და მაინც აწყური და თისელი, ურავლის ხეობა და საფარაც უნდა გადაიბუგოს? ვააააა! - იტყვი რამეს და გამომიხტებიან აქ პარტიული ნიშნებით. თქვენი ხმა არ გავიგონო, თორემ!... ისედაც გამწარებული ვარ. 

გესმით, ხალხოო? გესმით? მარტო ექსკურსიებზე და ტურებით კი არ უნდა ინტერესდებოდეთ მესხეთით, გვიშველეთ, თორემ წაიღებს ყვავ-ყორანი ისევ, როგორც ოდესღაც იყო!

ფეხზე დადექ, საქართველოოოოოვ! ვტირი, მესხეთში ვისვენებ. დაკვამლიანება უკვე თურქეთის საზღვარს მისწვდა. შავშეთის ერუშეთისა და მესხეთის ქედი აღარ ჩანს. კვამლშია გახვეული!საძინებელშიც კი სუნია, ყელი მეწვის. წარმომიდგენია, რა ხდება იქ. აწყური -  ჩემი მშობლების სიყვარულის ნავსაყუდელია. ეს ფოტო, აწყურის ტყეშია გადაღებული.

ცეცხლი სოფლიდან უკვე 5 კმ-შია. გვიშველეთ, ჩემო მეგობრებო, მწერლებო, ხელოვანებო! მოგიხმობთ ,,სიყვარულის საელჩო
“, - წერს Facebook-ზე.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები