„ოპოზიცია სრულიად განულებულია“ - კობახიძე

„ოპოზიცია სრულიად განულებულია“ - კობახიძე

23-08-2022, 12:48 - 2022
491
       

„ოპოზიცია სრულიად განულებულია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიცია აბსოლუტურად ურესურსოა.

ოპოზიცია აბსოლუტურად ურესურსოა. სრულიად განულებულია და ამას ერთი მიზეზი აქვს - საზოგადოებამ დაინახა მათი რეალური ზრახვები და სახე, ასევე მათი დამოკიდებულება ომთან მიმართებით.

საზოგადოება ხედავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განშტოებებითა და სატელიტებით არის „ომის პარტია“ და ომთან ერთად „ღალატის პარტია“. ასეთ პოლიტიკურ ძალას ხალხი არ გაჰყვება. მათ არც შემოდგომაზე, არც ზამთარსა და გაზაფხულზე არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ პოლიტიკურ პროცესებში არეულობა შემოიტანონ
“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები