უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე გაურკვეველი თავდასხმების რაოდენობა მხოლოდ გაიზრდება.
მისი თქმით, მიმდინარე ომი არის მაღალი ინტენსივობის ომი, ხოლო მაღალი ინტენსივობის ომი მხოლოდ ერთი მიმართულებით არ ხდება.
„ეგონათ, რომ დაუსჯელად მოგვკლავდნენ, თვითონ კი დასხდებოდნენ და დაელოდებოდნენ ამ ყველაფრის დასრულებას. ყირიმში გაურკვეველი წარმოშობის თავდასხმების რიცხვი მხოლოდ გაიზრდება, რაც ჩაშლის არა მხოლოდ პლაჟის კონკრეტულ სეზონს, არამედ მოპარულ ტერიტორიაზე ცხოვრების შესაძლებლობას.
ვგულისხმობ, რომ უკურეაქცია გაიზრდება არა მხოლოდ ყირიმის ტერიტორიაზე, არამედ ყველა ოკუპირებულ ადგილზე, სადაც დღეს რუსული არმია იმყოფება“, - განაცხადა პოდოლიაკმა.