გომელაური ესებუაზე - ვერ დავაკავეთ

გომელაური ესებუაზე - ვერ დავაკავეთ

23-08-2022, 01:27 - 2022
767
       

„კარგია რომ დაგვეკავებინა, მაგრამ ვერ დავაკავეთ“ - ასე პასუხობს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

მისი განცხადებით, ბადრი ესებუა წითელი ცირკულარით იძებნება.

ძებნაზე დასმულია, მისჯილი აქვს უკვე და იძებნება წითელი ცირკულარით. მეტი ახლა რა, ვეძებთ რა თქმა უნდა, ყველაზე მაგრად, ბევრჯერ მითქვამს, მინდა რომ დავაკავოთ. მაშინაც ყველაფერი გავაკეთეთ. ახლა გვეცინება, მაგრამ იქ ელემენტარულად ერთი ადამიანიც რომ მომკვდარიყო, აღარ ვამბობ, რომ ხელყუმბარა აეფეთქებინა და ათობით ადამიანი დაღუპულიყო, მაგას აღარავინ უყურებს და ახლა სასაცილოა. მესმის, კარგია რომ დაგვეკავებინა, მაგრამ ვერ დავაკავეთ. ესებუა ჩემთვის არ არის სასაცილო, მინდა რომ დავაკავოთ. თუმცა ვერ დააკავეს“, - ამბობს გომელაური.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები